9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

P4G51JRD გამოქვეყნდა 15 ოქტ 69 ნახვა

ადმინისტრატორი

ერთად შევცვალოთ სამყარო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე
ფორმა · განცხადებაში

საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევცვალოთ სამყარო“ ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფონდის შესახებ ჩვენი ფონდის საქმიანობა ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება - მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით. ფონდის ყველა პროცესსა და აქტივობას მოხალისეები მართავენ. ჩვენ არ გვაქვს საოპერაციო ხარჯები: არავინ იღებს ხელფასს, არ ვფარავთ მივლინების ხარჯებს და არ ვყიდულობთ მომსახურებებს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციულ ხარჯებს თავად მოხალისეები საკუთარი სახსრებით აფინანსებენ. ეს ნიშნავს, რომ შემოწირულებების 100% ბავშვების დახმარებას ხმარდება. ფონდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.changetheworld.ge/about

ვის ვეძებთ? ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და ყურადღებიან ადამიანს, რომელსაც მოსწონს პროცესების მართვა, გუნდთან კომუნიკაცია და ყოველდღიური საქმიანობის მოწესრიგება. თუ გიყვარს დეტალებზე ზრუნვა, შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა, რამდენიმე დავალების ერთდროულად კოორდინაცია და გინდა შენი უნარები მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოიყენო, შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ადმინისტრატორი (მოხალისე)

სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური დატვირთვა: კვირაში საშუალოდ 1 საათამდე გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები - ფონდის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა; - ფონდის ელექტრონული დოკუმენტაციის, რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების მოწესრიგება და განახლება; - მოხალისეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის ხელშეწყობა; - პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

რას ველით შენგან? - ორგანიზებულობასა და დეტალების მიმართ ყურადღებას; - საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნას (Microsoft Office, Google Workspace ან მსგავსი ინსტრუმენტები); - ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დოკუმენტებთან მუშაობის უნარს; - ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის; - მოტივაციას, საკუთარი დრო და შესაძლებლობები ბავშვების დახმარებას მოახმარო.

ჩვენ გთავაზობთ - უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს. - ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. - შეიძლება შენი სამუშაო ყოველდღიურად კულისებს მიღმა მიმდინარეობდეს, მაგრამ სწორედ გამართული ადმინისტრაციული პროცესები გვეხმარება, რომ ბავშვებს საჭირო დახმარება დროულად მივაწოდოთ.

რას გაძლევს მოხალისეობა? - სოციალური გავლენა - პრაქტიკული გამოცდილება - პროფესიული განვითარება - ახალი კავშირები - რეკომენდაცია

როგორ შემოგვიერთდე? თუ გინდა, რომ შენი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ენერგია მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. ელფოსტის სათაურში მიუთითე: „ადმინისტრატორი (მოხალისე)“ ერთად შევცვალოთ სამყარო - შენი ერთი საათი შეიძლება ბავშვის უკეთესი მომავლის ნაწილი გახდეს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

მონაცემთა ბაზების სპეციალისტი

ახალი
მიმინო კავკასიაში თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1000 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა