ღამის ცვლის ადმინისტრატორი
სარეაბილიტაციო ცენტრი "ელიზიუმი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, 18:00 საათიდან 10:00 საათამდე ანაზღაურება: მორიგეობა - 100 ლარი მდებარეობა: მცხეთა
ძირითადი მოვალეობები:
- ცენტრში ღამის საათებში მიმდინარე პროცესების ადმინისტრირება და კონტროლი;
- ბენეფიციარების/პაციენტების საჭიროებების დროული მიღება და შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ცენტრის შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში პერსონალთან და პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
- შემოსული ზარებისა და ინფორმაციის მიღება/გადაცემა;
- ღამის ცვლის განმავლობაში წარმოშობილი საკითხების დაფიქსირება და დღის ცვლისთვის ინფორმაციის გადაბარება;
- ადმინისტრაციული ჩანაწერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
- ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერის საბაზისო პროგრამების ცოდნა.
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
როგორ შევიტანო განაცხადი?
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად -ზე ან დაგვიკავშირდით
გაცნობებთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან. გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი და ერთად ვიზრუნოთ პაციენტების ჯანმრთელობაზე!
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.