ბიზნეს ანალიტიკოსის სპეციალისტი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მისამართი - დავით აღმაშენებლის ხეივანი N230 სამუშაო საათები - სტანდარტულად, კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 - 18:00) ანაზღაურება: 3500 ლარი NET
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზი - ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;
- SKU-ებისა და კატეგორიების ანალიზი - პროდუქციის მარჟიანობისა და ბრუნვადობის ანალიზი, ტოპ-გაყიდვადი და დაბალმარჟიანი პოზიციების გამოვლენა;
- გაყიდვების პროგნოზირება (Sales Forecasting) - ისტორიულ მონაცემებზე, სეზონურობასა და ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით გაყიდვების გეგმებისა და პროგნოზების მომზადება;
- ფასწარმოქმნისა და აქციების ანალიზი - საფასო პოლიტიკის ეფექტიანობის, მარკეტინგული/სარეკლამო აქციების შედეგებისა და ფასდაკლებების გაყიდვებზე გავლენის შეფასება;
- კლიენტებისა და გაყიდვის არხების ანალიზი - კლიენტების სეგმენტაცია, მათი ქცევის, ბრუნვისა და დებიტორული დავალიანების დინამიკის შეფასება;
- პროდუქციის დაბრუნებების (Sales Returns) ანალიზი - SKU-ების დაბრუნების დინამიკისა და Return Rate-ის მონიტორინგი, დაბრუნების ძირითადი მიზეზების იდენტიფიცირება, მათ შორის წუნის, ვადაგასულობის, არასწორი პროგნოზისა და Overstocking-ის შემთხვევების გამოვლენა; დაბრუნებების გავლენის შეფასება Net Sales-ზე, მარჟასა და საერთო მომგებიანობაზე და პროცესის გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- ინტერაქტიული დეშბორდებისა და რეპორტინგის შექმნა - გაყიდვების გუნდისა და მენეჯმენტისთვის რეპორტინგის ავტომატიზაცია და ანალიტიკური დეშბორდების მომზადება Power BI-ის, Excel-ისა და 1C-ის გამოყენებით;
- გეგმა-ფაქტის ანალიზი (Variance Analysis) - გაყიდვების გეგმებსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის გადახრების მიზეზების დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა - შესყიდვების, საწყობის, მარკეტინგისა და ფინანსების გუნდებთან თანამშრომლობა მარაგების ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად და Stock-out-ების პრევენციის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, სტატისტიკის ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ანალიტიკოსის, მონაცემთა ანალიტიკოსის ან ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე (FMCG, დისტრიბუციის ან რითეილის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სამუშაო/პროფესიულ დონეზე)
ტექნიკური უნარები:
- MS Excel: მაღალ (Advanced) დონეზე ფლობა (Advanced Formulas, Pivot Tables, Power Query, Data Modeling).
- ERP / CRM: 1C-თან ან სხვა ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- BI ინსტრუმენტები: Power BI და Tableau ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
- SQL / Python: მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო/საშუალო ცოდნა (სასურველია).
პიროვნული უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დიდი მოცულობის მონაცემებთან (Big Data) მუშაობის უნარი.
- მონაცემებიდან ბიზნეს-ინსაიტების გამოტანის და მათი მარტივ, ვიზუალურ ენაზე პრეზენტაციის უნარი.
- დროის ეფექტიანი მართვა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი (Multi-tasking).
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელბის დაზღვევას;
- ფასდაკლებას ჩვენს პროდუქციაზე;
- პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა აქტივობებს კომპანიისგან.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.