9894 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

P7ZHJJW8 გამოქვეყნდა 22 ოქტ 14 ნახვა

მაღაზიის მენეჯერი

მარკეტების ქსელი გვირილა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ნოე

კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ;
  • პროდუქციის მიღება/მითვლა;
  • ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მომწოდებლის ინფორმირება;
  • ახალი SKU-ს მიღების შემთხვევაში მისი პროგრამაში იდენტიფიცირება;
  • პროდუქციის პლანოგრამების დაცვით განლაგება;
  • პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება;
  • უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედების განხორციელება ობიექტის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და სალაროსთან მათი მომსახურება;
  • სააქციო/სმს პოზიციის პროდუქტების განთავსება/ვიზუალურად მოწესრიგება და შესაბამისი ფასდებულების განთავსება/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - საშუალო
  • სამუშაო გამოცდილება - საცალო-საბითუმო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილებას).
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი სრული;
  • კვირაში ერთი დასვენების დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

  • რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
  • უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა