ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი
შეუერთდი Global Assistance Georgia-ს გუნდს, როგორც ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი.
Global Assistance Georgia ამერიკული კომპანიის ნაწილია, რომელიც ევროპაში №1 პოზიციას იკავებს და წარმოდგენილია 11 ქვეყანაში - 18 ოფისითა და 196-ზე მეტი თანამშრომლით. ჩვენ ვვითარდებით და ვეძებთ მომავალ ფრანგულენოვან ანგარიშის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება დინამიურ გუნდს საერთაშორისო პერსპექტივით.
რა გვჭირდება:
- ლიდერული და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები;
- პროაქტიულობა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლიენტებთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
- მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა;
- განვითარების სურვილი;
- ფრანგულ ენაზე გამართული კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომპიუტერისა და სტანდარტული საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროგრამაში მუშაობა, ძირითადი ანგარიშების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია პროცესის ეტაპების შესახებ; - კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება; - პროცესის ნებისმიერ ეტაპზე პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება; - დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი და იურისტების დროული ინფორმირება
რას გთავაზობთ: - ოფიციალურ დასაქმებას, სტაბილურობასა და დროულ ანაზღაურებას: 2 200 ლარი თვეში; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - ანაზღაურებადი შვებულებას: 24 კალენდარული დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად); - კორპორატიულ ტელეფონს, სრულად აღჭურვილ სამუშაო სივრცესა და კომფორტულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას სწრაფად მზარდ საერთაშორისო ჯგუფში;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:30 (1 საათი შესვენება) პარასკევი 10:00 - 16:00
მარტივი და გამჭირვალე შერჩევის პროცესი: - რეზიუმეს განხილვა; - გასაუბრება - ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად; - ფინალური გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
გამოგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფრანგულენოვანი ანგარიშის მენეჯერი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.