9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PKAZE8M2 გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

Spectra

Spectra

პარტნიორობისა და სპონსორობის მენეჯერი

Spectra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "Spectra" სპორტის ინდუსტრიაში ქმნის და ავითარებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებს მედიას, მარკეტინგს, ღონისძიებებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, გუნდებსა და ლიგებს დავეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, გულშემატკივრებთან კავშირის გაძლიერებასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე კალათბურთია.

ძირითადი მოვალეობები:

  • პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოებაში ჩართულობა ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებული საკითხების აღსრულებაზე ზრუნვა;
  • არსებულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • პოტენციური პარტნიორების / სპონსორების მოძიება, მათთან პირველადი მოლაპარაკების წარმოება, შეთავაზების შემუშავება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • შეხვედრების წარმოება ოფისში და ოფისის გარეთ;
  • ჩართულ რგოლებთან/დეპარტამენტებთან წერილობითი კომუნიკაცია - იურიდიული დეპარტამენტი, მარკეტინგი და ა.შ.
  • ბაზრის კვლევის და სტრატეგიული სამიზნე ჯგუფების ანალიზის საფუძველზე, ახალი ინიციატივების წარდგენა ხელმძღვანელთან;
  • მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, 2+ წლიანი მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე პოზიციაზე;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით;
  • აუცილებელია, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია, სწრაფი და ეფექტური მოლაპარაკების უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
  • აუცილებელია, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • სპორტის ინდუსტრიაში საინტერესო და დინამიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • რეალურ სპორტულ პროექტებში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
  • პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მედიის, მარკეტინგის, ღონისძიებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით;
  • გუნდთან ერთად მუშაობას და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
  • შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანო მზარდი სპორტული პროექტების განვითარებაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მოცემულ ელფოსტაზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://spectrasports.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Spectra
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა