AML ოფიცერი
მისო "ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
- საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
- საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება;
- კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
- მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
- ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
- რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel");
პიროვნული თვისებები:
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
- პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება: 2500 ლარი (GROSS)
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/lHLIv
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.