IT მხარდაჭერის სპეციალისტი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (Help Desk) - ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;
** კომპიუტერების, პრინტერებისა და სხვა საოფისე ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მოვლა-პატრონობა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის (LAN/WAN, Wi-Fi) ძირითადი მხარდაჭერა და ქსელურ ინციდენტებზე რეაგირება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლებების უზრუნველყოფა;
** ტიკეტების სისტემაში (Helpdesk/ServiceDesk) შემოსული მოთხოვნების დამუშავება დადგენილი ვადების შესაბამისად;
** თანამშრომელთა დახმარება კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებში;
** აუდიტორიებსა და სხვა სასწავლო სივრცეებში კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ქსელური და სხვა IT მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი;
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამსახურის ფუნქციებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება - სასურველია;
** Windows და macOS ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ქსელების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP);
** Active Directory-სა და Office 365-ის ადმინისტრირების გამოცდილება - სასურველია;
** კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის პრაქტიკული უნარები;
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და გადაწყვეტის უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება;
** დავალების შესრულება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი - სრული
შრომის ანაზღაურება - 1000 -1200 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე).
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე -; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT მხარდაჭერის სპეციალისტი";
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
შენიშვნა:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.