საინვესტიციო პროექტების განვითარების მენეჯერი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და შესაძლებლობებისთვის შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო პოტენციური ინვესტორების იდენტიფიცირება და შეფასება, მათთან მიზნობრივი კომუნიკაციის წარმართვა, მათ შორის შესაბამისი კვლევების, სექტორული ანალიზისა და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე საინვესტიციო შეთავაზების (Value Proposition) მომზადება, წარდგენა და მოლაპარაკებების წარმოება;
- დაინტერესებულ ინვესტორებთან საინვესტიციო პროექტების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კორპორაციის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორსა და სხვა შესაბამის მხარეებთან პროცესის კოორდინაცია;
- საინვესტიციო პროექტების ფარგლებში Due Diligence/DDQ პროცესის წარმართვა, მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება, ინფორმაციის გამოთხოვა და შეგროვება, მიღებული მასალების დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამისი მხარეებისთვის მიწოდება;
- არსებული ინვესტორებისთვის ე.წ Aftercare მომსახურების უზრუნველყოფა, საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამის მხარეებთან მათი განხილვის კოორდინაცია და შემდგომი რეაგირების მონიტორინგი;
- ინვესტორების მოზიდვისა და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით მიზნობრივი აქტივობების, მათ შორის ბიზნესშეხვედრების, საინვესტიციო ღონისძიებების, ვიზიტებისა და სხვა შესაბამისი ფორმატების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- საინვესტიციო პროექტების, პოტენციური და არსებული ინვესტორების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და შეთანხმებული შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და ერთიანი საინვესტიციო ბაზის წარმოება, პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამისი ფუნქციების შესრულება და სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული დავალებების აღსრულება.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინვესტიციების მოზიდვა ან ხელშეწყობა; საინვესტიციო ან ფინანსური კონსალტინგი (მათ შორის Due Diligence); საინვესტიციო ბანკინგი ან კორპორაციული ფინანსები;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (მინიმალური დონე: C1);
- საინვესტიციო შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ანალიტიკური მასალების მომზადების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების კომპეტენცია;
- ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარი;
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც:
- აქვთ ადგილობრივ ან უცხოელ ინვესტორებთან, საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის და/ან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- აქვთ Due Diligence პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
- აქვთ ფინანსური მოდელირებისა და სექტორული ანალიზის გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო პროექტების განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.