8,506 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q1CMB469 გამოქვეყნდა 15 სექ 1 ნახვა

Betsson Georgia

Betsson Georgia

მოლარე

Betsson Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
₾600 / თვეში ბოლო ვადა: 16 ოქტ

Betsson Georgia ონლაინ თამაშების ბიზნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების და სერვისების ფართო არჩევანის მიწოდება კომპანიის ძირითადი მიზანი და ფასეულობაა. კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო კი თანამშრომლებისა და ახალი შესაძლებლობების მაძიებლებისათვის დასაქმების საუკეთესო ადგილია.

ჩვენი კორპორატიული კულტურა გამორჩეულია თანასწორუფლებიანობით, გუნდურობით, მრავალფეროვნებით, ინიციატივებისა და კრეატიულობის წახალისებით, რომელიც ჩვენს სამ ძირითად ღირებულებაში აისახება: ერთიანი ბეთსონი, საქმის სიყვარული და სამართლიანი თამაში.

ამ ფასეულობების დამსახურებით, 2024 წელს Betsson Georgia Top Employer Institute-ს მიერ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა და გლობალურ ტექ. ინდუსტრიაში Top Employer-ის სტატუსი მიენიჭა.

მეტი Betsson Georgia -ს შესახებ გაიგეთ ბმულზე

კომპანია ბეთსონ ჯორჯია წყალტუბოს ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • ფულადი ოპერაციების წარმოება და მართვა;
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სალაროში არსებული
  • თანხის ბალანსის პერიოდული მონიტორინგი.
  • მომხმარებლის მიერ მოგებული თანხის განაღდება.

მოთხოვნები:

  • სასურველია სალაროში მუშაობის, ან ნაღდი ფულის ბრუნვასთან დაკავშირებულ პოზიციაზე
  • მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • კარგი ორგანიზატორული უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალური დამოკიდებულება თანამშრომლებთან;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სისწრაფე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • პოზიცია მოიაზრებს 32 სამუშაო დღეს კვარტლის განმავლობაში (კვარტლის დასაწყისიდან 45 სამუშაო დღე შაბათ-კვირას დასვენებით. კვარტლის მეორე ნახევარი დასვენება სრულად).
  • სამუშაო გრაფიკი 11.00-15.00. ანაზღაურება 600 ლარი ყოველთვიურად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 15 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV- ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე - წყალტუბო". დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Betsson Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა