8868 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q376S35S გამოქვეყნდა 10 სექ 10 ნახვა

scapp

scapp

Help Desk ინჟინერი

scapp გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ"-ი აცხადებს ვაკანსიას Help Desk Engineer-ის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული, ქსელური და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (ადგილზე და დისტანციურად) და საჭიროების შემთხვევაში მათი ინსტრუქტაჟი/ტრენინგი; ** ოპერაციული სისტემების (MS Windows 7, 8, 10, 11) ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა; ** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები) და IP ტელეფონების ინსტალაცია/კონფიგურირება; ** შიდა ლოკალური ქსელის (LAN, Wi-Fi, DHCP/DNS) საბაზისო მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა; ** ტექნიკური ინციდენტების მართვა (Ticketing სისტემაში); ** ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** MS Windows (7, 8, 10, 11) ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა; ** IP ტელეფონიასთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** ლოკალური ქსელებისა და ინტერნეტ-პროტოკოლების საბაზისო ცოდნა; ** დისტანციური დახმარების პროგრამების ცოდნა (TeamViewer, AnyDesk და ა.შ.); ** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის); ** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები და უნარები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი (სისხარტე); ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ** დატვირთულ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული, კვირაში მაქსიმუმ 40 საათი. ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე: https://scapp.selfrecruit.ge/s/lL7nH ან/და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე (CV)

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
scapp
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა