მერჩენდაიზერი
"ვესტ ინვესტს" ქართულ ბაზარზე 21-წლიანი ისტორია აქვს. დღეს კომპანია საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა.
ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის გაყინული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და სხვა, რომელიც საერთაშორისო ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტ" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე
- სამუშაო მისამართი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი;
- სამუშაო განაკვეთი: კვირაში 2 დღე 09:00-15:00 სთ და კვირაში 4 დღე - 09:00-17:00 სთ;
- ანაზღაურება: 2000 ლარი;
- სამუშაო ტრანსპორტი-კომპანიის მოპედი ან ავტომობილი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოპედის შემთხვევაში — A, A1 ან A2 კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია)
- ავტომობილის შემთხვევაში - B კატეგორია (აუცილებელია)
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტები ქსელურ ობიექტებზე განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად
- პროდუქციის რაოდენობის, ვადებისა და ფასების კონტროლი განსათავსებელ ადგილებზე
- ანგარიშის მომზადება და წარდგენა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მერჩენდაიზერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.