8291 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q3PNFAS9 გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

პროდუქტის მენეჯერი

ოსტეო დენტაშოპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

გსურთ იმუშაოთ თანამედროვე სტომატოლოგიის სფეროში, წარმოადგინოთ წამყვანი საერთაშორისო ბრენდები, მუდმივად ვითარდებოდეთ და თქვენი შედეგები პირდაპირ აისახოს თქვენს შემოსავალსა და კარიერულ ზრდაზე?

"ოსტეო დენტაშოპი" აფართოებს გუნდს და ვეძებთ პროდუქტის მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი სტომატოლოგიური პროდუქტებისა და ბრენდების წარმომადგენელი ქართულ ბაზარზე.

ეს პოზიცია თქვენთვისაა, თუ მოგწონთ ადამიანებთან ურთიერთობა, აქტიური სამუშაო გარემო, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გსურთ კარიერა საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით განავითაროთ.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 500 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად;

** გაყიდვებზე დაფუძნებულ მზარდ და გამჭვირვალე ბონუსს — შემოსავალი არ არის შეზღუდული მხოლოდ ფიქსირებული ხელფასით;

** ანაზღაურებად გამოსაცდელ 3-თვიან პერიოდს;

** სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებს;

** საერთაშორისო ბრენდებთან უშუალოდ მუშაობის გამოცდილებას;

** პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;

** თანამედროვე, აქტიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

** გუნდს, სადაც ინიციატივა და კარგი შედეგი ფასდება.

რას გააკეთებთ?

** იმუშავებთ კომპანიის საერთაშორისო სტომატოლოგიურ ბრენდებთან;

** შეხვდებით ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს და გააცნობთ მათ თანამედროვე გადაწყვეტილებებს;

** დაამყარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს ექიმებთან და კლინიკებთან;

** დაგეგმავთ ვიზიტებს, პრეზენტაციებსა და გაყიდვების აქტივობებს;

** მონაწილეობას მიიღებთ ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვაში;

** ჩაერთვებით პროფესიულ ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში საქართველოში და საზღვარგარეთ.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ ენერგია, კომუნიკაციის უნარი და განვითარების სურვილი.

სასურველია:

** გაყიდვების, სამედიცინო, სტომატოლოგიურ ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** შედეგზე ორიენტირებულობა;

** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;

** პასუხისმგებლობა და ინიციატივა.

სტომატოლოგიური განათლება ან გამოცდილება უპირატესობაა, თუმცა სავალდებულო არ არის — პროდუქტებსა და სფეროს ჩვენ გასწავლით.

რატომ "ოსტეო დენტაშოპი"?

ჩვენთან ეს არ არის მხოლოდ ერთი სამუშაო პოზიცია.

გექნებათ შესაძლებლობა, განავითაროთ საკუთარი პროფესიული მიმართულება, იმუშაოთ საერთაშორისო კომპანიებთან და მნიშვნელოვნად გაზარდოთ როგორც გამოცდილება, ისე შემოსავალი.

ჩვენ შესახებ

"ოსტეო დენტაშოპი" წლებია, მუშაობს საქართველოს სტომატოლოგიურ ბაზარზე და თანამშრომლობს საერთაშორისო სტომატოლოგიურ ბრენდებთან, ექიმებთან და კლინიკებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ ეძებთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ არა უბრალოდ იმუშაოთ, არამედ შექმნათ კარიერა, გაიზარდოთ პროფესიულად და თქვენი შედეგის შესაბამისად გაზარდოთ შემოსავალიც — გვინდა გაგიცნოთ.

გამოგვიგზავნეთ CV:

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "პროდუქტის მენეჯერი"

შემოგვიერთდით — შესაძლოა, სწორედ ეს იყოს თქვენი კარიერის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ოსტეო დენტაშოპი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის