7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q5BEFNNB გამოქვეყნდა 25 აგვ 10 ნახვა

სპა მენეჯერი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾800 / თვეში ბოლო ვადა:

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი აცხადებს ვაკანსიას სპა მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. 11:00 - დან 19:00 - მდე ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: - სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მენეჯმენტი; - მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია; - სპა სერვისის სტანდარტების შემუშავება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი; - სპა ცენტრისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მარაგების შედგენა-კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში განაცხადის დროული შედგენა; - სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - ტურისტული კომპანიების მოძიება/დაკავშირება/შეხვედრა; - საჭიროების შემთხვევაში შემოსულ ზარებზე პასუხსი; - საჭიროების შემთხვევაში პაციენტის პროცედურაზე ჩაწერა; - სპა ცენტრის თანამშრომლების მართვა და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების 6 თვიანი გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, - პუნქტუალურობა, - ორგანიზებულობა, - დეტალებზე ორიენტირებულობა, - კომუნიკაბელურობა, - გუნდური მუშაობის უნარი, - ანალიტიკური აზროვნება, - მომსახურების უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა