8839 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q7CR4TQ5 გამოქვეყნდა 28 სექ 5 ნახვა

ბიოგრაფი ლივინგ

ბიოგრაფი ლივინგ

CRM ოპერაციების და მონაცემთა ხარისხის სპეციალისტი

ბიოგრაფი ლივინგ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას CRM ოპერაციების და მონაცემთა ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

  • CRM სისტემაში ბანკებიდან შემოსული ჩარიცხვების ყოველდღიური ასახვა და შესაბამის გარიგებებსა და ხელშეკრულებებთან მიბმა;
  • ჩარიცხვების იდენტიფიცირება, შეუსაბამო შემთხვევების გამოვლენა და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
  • CRM-ში კლიენტების, ხელშეკრულებების, გადახდებისა და ქონების შესახებ მონაცემების სიზუსტისა და სრულყოფილების კონტროლი;
  • მონაცემთა შეუსაბამობის გამოვლენა, მიზეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და დროული ესკალაცია;
  • CRM-ის კრიტიკული ფუნქციონალის პერიოდული ტესტირება და სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და განახლებების შემოწმება;
  • ტესტირებისას აღმოჩენილი ხარვეზების ClickUp-ში დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
  • CRM-ის მონაცემების საბანკო ამონაწერებთან პერიოდული შედარება;
  • თვის დახურვის პროცესში ფინანსებისა და ბუღალტერიის გუნდთან მონაცემების შეჯერება;
  • მონაცემთა ხარისხისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ პერიოდული რეპორტინგი;
  • SOP-ებისა და სამუშაო ინსტრუქციების მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა;
  • CRM-ისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებში, მათ შორის ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, IT-ის ან მონათესავე მიმართულებით;
  • MS Excel / Google Sheets-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • მონაცემების სიზუსტისა და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება;
  • რამდენიმე დეპარტამენტთან ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებისა და მისი პრევენციისკენ ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო გამოცდილება:

  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გადახდებთან, საბუღალტრო ან ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა ხარისხის კონტროლის ან სისტემების ტესტირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი;
  • პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bLkPvU5c

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბიოგრაფი ლივინგ
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა