ქოლცენტრის ოპერატორი
კომპანია "GML International" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
"GML International" არის საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს საზღვაო და მულტიმოდალურ გადაზიდვებს მსოფლიოს მასშტაბით. ვეძებთ კომუნიკაბელურ და ყურადღებიან ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვება კლიენტებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ზარების მიღება და კლიენტების კონსულტაცია;
- კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტვირთის სტატუსისა და გადაზიდვის პროცესის შესახებ;
- კლიენტის საჭიროების სწორად განსაზღვრა და ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი განყოფილებისთვის;
- ზარებისა და კლიენტების მონაცემების აღრიცხვა;
- კლიენტებთან კომუნიკაცია ელ-ფოსტით და მესენჯერებით.
აუცილებელი უნარები:
- ქართული ენის თავისუფალი ფლობა, გამართული მეტყველება;
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და მოთმინება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Microsoft Word, Excel, Outlook);
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ქოლ-ცენტრში, გაყიდვებში ან ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- შერეულ (ჰიბრიდულ) სამუშაო ფორმატს - ოფისში და დისტანციურად;
- ხელფასს 1500-2000 ლარის ფარგლებში, გამოცდილების შესაბამისად;
- ბონუსებს გაყიდვებიდან;
- უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ ტრენინგს;
- მუშაობას საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიაში;
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული განაკვეთი.
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ყურადღებიანი და მიზანდასახული, შემოუერთდი GML International-ის გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.
კონტაქტი:
http://www.gml.ge/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.