7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q9MNP2T0 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

შეფ-მზარეული – იტალიური სამზარეულო

კომბინატი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ლუკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-მზარეული (Executive Chef) – იტალიური სამზარეულო (m/w/d)

სრული განაკვეთი | თბილისი, ორთაჭალა

ჩვენ შესახებ ლუკა წარმოადგენს იტალიური რესტორნის კონცეფციას, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ უბანში. ჩვენი მიზანია იტალიური სამზარეულოს განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მისი ინტეგრაცია თანამედროვე ურბანულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები - მენიუს შექმნა, განვითარება და სტანდარტიზაცია რესტორნის კონცეფციის შესაბამისად - სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა და ორგანიზება - კერძების ხარისხის, გემოვნური სტანდარტებისა და ავთენტურობის სრული კონტროლი - სამზარეულოს გუნდის მართვა, გადანაწილება და განვითარება - სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტური ორგანიზება - პროდუქციის შერჩევა, შესყიდვების პროცესში მონაწილეობა და მარაგების კონტროლი - ხარჯების კონტროლი (Food Cost), დანაკარგების შემცირება და ეფექტიანობის გაზრდა - ჰიგიენური ნორმებისა და HACCP სტანდარტების სრული დაცვა და კონტროლი - ახალი თანამშრომლების შერჩევაში და გადამზადებაში აქტიური მონაწილეობა - მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტთან და ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობა

მოთხოვნები - კულინარიული განათლება და მინიმუმ 4-წლიანი პროფესიული გამოცდილება - Executive Chef ან Head Chef-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება - იტალიური სამზარეულოს ღრმა, პროფესიული და პრაქტიკული ცოდნა - მენიუს შექმნისა და სამზარეულოს კონცეფციის განვითარების გამოცდილება - გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები - ფინანსური აზროვნება (Food Cost, ოპერაციული ეფექტიანობა) - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა - სტრესის მართვისა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი - სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

რას გთავაზობთ - ხელმძღვანელი პოზიცია განვითარებად გარემოში - შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ და მართოთ სამზარეულოს კონცეფცია - გრძელვადიანი თანამშრომლობა და განვითარების პერსპექტივა - მუშაობა პროფესიონალურ გუნდში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები: - რეზიუმე (CV) - შესაბამისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - სამოტივაციო წერილი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19.09.2026.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კომბინატი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა