8382 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QBHPZ1MA გამოქვეყნდა 3 სექ 5 ნახვა

IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი გარე განცხადება
ზუგდიდი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სამეგრელოში

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ბენეფიტები: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - სატელეფონო ლიმიტი; - საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება.

ძირითადი ფუნქციები: - სათაო ოფისის, სავაჭრო ობიექტების და საწყობის შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა; - მომხმარებლებისთვის კომპიტერული ტექნიკის მონტაჟი, ინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; - სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი; - კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია; - საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება; - სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა. - სავაჭრო ობიექტებში შიდა რადიო სისტემების ფიზიკური ქსელის ინსტალაცია; - საინსტალაციო/დაზიანებული ტექნიკის დასერვისება ადგილზე ან ლოგისტიკა სერვის ცენტრში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროფესიული განათლება ან/და არასრული უმაღლესი ტექნიკური მიმართულებით ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება - Microsoft Windows 7,8.1, ან 10; - PC Testing tools; - Microsoft Office - B კატეგორიის მართვის მოწმობა;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TcxYhZ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის