მოლარე-კონსულტანტი
შპს „პენსან ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.
სამუშაო ადგილი: საკანცელარიო და საოფისე ნივთების, სათამაშოების, საახალწლო აქსესუარებისა და სახლის დეკორაციების მაღაზია.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება; - პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; - სალარო ოპერაციების შესრულება; - პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება; - მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - ყურადღებიანობა და სიზუსტე; - გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - ნახევარ განაკვეთზე მუშაობას; - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ანაზღაურებასა და სამუშაო გრაფიკს, რომელიც განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.
თუ ხართ კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე. სასურველია, რეზიუმეს თან ახლდეს ფოტოსურათი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.