9860 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QHZ50ACN გამოქვეყნდა 15 ოქტ 71 ნახვა

პროექტების მენეჯერი

ერთად შევცვალოთ სამყარო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე
ფორმა · განცხადებაში

საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევცვალოთ სამყარო“ ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about). ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

პროექტების მენეჯერი (მოხალისე)

სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე

ფუნქცია და მოვალეობები: - ფონდის საქველმოქმედო პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია; - ახალი პროექტების იდეების ჩანიშვნა და მათი განხორციელების ორგანიზება; - პროექტების მიზნების, ძირითადი ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა; - პროექტებში ჩართული მოხალისეების საქმიანობის კოორდინაცია და გუნდური თანამშრომლობის ხელშეწყობა; - მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პროცესების გაუმჯობესება; - პროექტების შედეგების შეჯამება და გუნდისთვის ინფორმაციის გაზიარება.

რას ველით შენგან: - პროექტების მართვის ან კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის; - მოტივაციას, ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში და შენი წვლილი შეიტანო ბავშვების დახმარებაში. - ორგანიზებულობასა და დროის ეფექტიანად მართვის უნარს;

ჩვენ გთავაზობთ - უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს. - ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ საკუთარი იდეების განხორციელებას, რეალური პასუხისმგებლობის აღებასა და ისეთი პროექტების მართვას, რომელთა შედეგებიც ბავშვების ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება.

რას გაძლევს მოხალისეობა: - სოციალური გავლენა – დაეხმარები ბავშვებს - პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე - ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია - პროფესიული გამოცდილება

როგორ შემოგვიერთდე? თუ გინდა, რომ შენი დრო, ცოდნა და ენერგია მნიშვნელოვან საქმეს მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითე: „პროექტების მენეჯერი (მოხალისე)“ ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი კეთილი საქმით, ერთი პროექტით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ბინა სასტუმროს ადმინისტრატორი/მფლობელის თანაშემწე

ახალი
ვერავისტა აპარტამენტები თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა