უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
"Aura Homes" აგრძელებს გუნდის გაფართოებას და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს პროფესია, სადაც შენი შემოსავალი პირდაპირ შენს შედეგებზეა დამოკიდებული — შემოგვიერთდი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №3 ანაზღაურება: 1, 000 - 10, 000+ ₾, შედეგების შესაბამისად სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
- სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
- შეხვედრებისა და ქონების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება;
- მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან და დაინტერესებულ კლიენტებთან;
- უძრავი ქონების განცხადებების მომზადება და განთავსება;
- კლიენტთან მუშაობა გარიგების დასრულებამდე;
- შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
ვის ვეძებთ:
- კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს;
- გამართული მეტყველებისა და მოლაპარაკების უნარით;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- პუნქტუალურ და ორგანიზებულ კანდიდატს;
- ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა;
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით;
- ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობს "Aura Homes":
- სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად;
- პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს — გაყიდვები, მოლაპარაკებები, კლიენტებთან ურთიერთობა და უძრავი ქონების სპეციფიკა;
- თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და ინსტრუმენტებს;
- კორპორაციულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს;
- ბალანსს უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების განსათავსებლად;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- რეგულარულ გუნდურ აქტივობებსა და გასვლებს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას შენს შედეგებთან ერთად.
"Aura Homes"-ში გვინდა არა უბრალოდ აგენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და შექმნიან წარმატებულ კარიერას უძრავი ქონების სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV.
CV-ის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.