9477 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QSBGBBSA გამოქვეყნდა 24 ოქტ 11 ნახვა

წარმოების ოპერატორი

STREAM გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1776 / თვეში −21% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,260 ₾ · 27 განცხადება ბოლო ვადა: 18 ნოე
ფორმა · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

ვაცხადებთ ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე კომპანია „სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-სთვის.

ისრაელისა და საქართველოს საერთო პროექტი ATC „სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-ს თბილისში მდებარე ქარხანა აწარმოებს სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. თანამშრომლებისათვის შექმნილია ჰიგიენური, უსაფრთხო და მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები. თანამშრომლები, მუშაობის დაწყებისთანავე, გაივლიან შესაბამის სწავლებას, მათ შორის სრულად ანაზღაურებად მივლინება-სწავლებას ისრაელში.

პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი, (ქვემო ალექსეევკა - აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, - კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას თბილისის რაიონებიდან და - რუსთავიდან) - სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში მუშაობა) - ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1176 ლ (შემდგომი მატებით + წლიური - ბონუსი) - დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ადგილზე კვება, უნიფორმა, - ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები: - კარბონის (ნახშირბადის ბოჭკო) ფენების დაჭრა, დაფენა და შეფუთვა; - სასაწყობე სივრციდან მასალების გამოტანა და ნაკეთობების საწყობში მოთავსება; - დანადგართან მუშაობა (დანადგარზე მასალის მიწოდება, შესაბამისი პროგრამული - პროცესების გაშვება).

ძირითადი მოთხოვნები: - საშუალო განათლება; - ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (ერთ-ერთი ენის ცოდნა აუცილებელია); - ქართული ენის ცოდნა (აუცილებელია); - სასურველია მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება და ცოდნა; - სასურველია რაიმე ტიპის წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.

მეილის გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა