9,005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QTHFWBJE გამოქვეყნდა 23 სექ 1 ნახვა

კომბინატი

კომბინატი

ფილიალის ცვლის მენეჯერი

კომბინატი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

კვების ობიექტების ქსელი „კომბინატი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ცვლის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

„კომბინატი“ 2015 წელს დაარსებული, სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც ჯანსაღი და სწრაფი კვების მიმართულებით ოპერირებს. ჩვენი გუნდის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ძირითადი მოვალეობები: - ცვლის განმავლობაში ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; - ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია; - თანამშრომლებს შორის დავალებების სწორად გადანაწილება; - ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი; - პროდუქციისა და მარაგების აღწერების სრულფასოვნად ჩატარების კონტროლი; - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის კონტროლი; - მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; - წარმოქმნილი საოპერაციო საკითხების დროული და ეფექტური გადაწყვეტა.

ჩვენგან მნიშვნელოვანია: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - კვების ობიექტში ან სხვა საწარმოო/საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი; - კარგი კომუნიკაციის უნარი; - ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

ჩვენ გთავაზობთ: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო დღე; - ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; - სტაბილური და მზარდი კომპანიის გუნდის წევრობა; - დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გმადლობთ „კომბინატით“ დაინტერესებისთვის!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კომბინატი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა