სტაჟირება
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად.
1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე- 2 (ორი) ვაკანსია.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: ა) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება); ბ) ინგლისურ ენა (წერა, კითხვა, მეტყველება).
4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
ა) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
ბ) Microsoft Excel გ) ინტერნეტს.
5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
- პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დავალების დადგენილ ვადაში შესრულება; ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
- ტექნიკური უნარ-ჩვევები;
- კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;
- კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი; კ) ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.
6. სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა:
- კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- აკადემიურ პერსონალის დახმარება, სტუდენტებისთვის ტექნიკური დახმარება (ტუტორიალი) და კონსულტირება.
- ოფიციალურ კომუნიკაციაში ჩართვა უფროსის მითითებით (ელ-ფოსტები, კორესპონდენცია, შეხვედრები და ა. შ.)
- სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება.
- სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
- სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ცხრილში არსებული პრობლემები, სასწავლო კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.);
- საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
- CV;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
- ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
10. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 3 (სამი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.
11. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე:
სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.