პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

R2VJE05P გამოქვეყნდა 8 ნოე 5 ნახვა

ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი

თიბისი

თიბისი

თიბისი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე: ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მდებარეობა: სათავო ოფისი

მოქმედების ვადა: 06/11/2026

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  • ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში წარმოქმნილი მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვეზების დროული აღმოფხვრა, ობიექტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მცირე სარემონტო სამუშაოების ეფექტიანი დაგეგმვა და შესრულება.
  • ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში არსებული მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
  • მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება, მათ შორის:კარის საკეტების შეცვლა/შეკეთება;
  • ნათურებისა და განათების საშუალებების შეცვლა;
  • უჯრებისა და ავეჯის საკეტების შეცვლა;
  • ლამინირებული იატაკის დაზიანებული ნაწილის შეცვლა;
  • სამღებრო სამუშაოების შესრულება;
  • სხვა მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების განხორციელება;
  • გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შეფასება და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
  • მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, აღრიცხვა და შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოება;
  • სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და ინვენტარის განსაზღვრა;
  • ფილიალებსა და სათავო ოფისში ყოველდღიური გადაადგილება ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სამუშაო პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ორგანიზაციაში მოქმედი წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი ტექნიკური და საექსპლუატაციო დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
  • მცირე ტექნიკური ან სარემონტო სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ხელსაქმისა და მცირე ტექნიკური/სარემონტო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული უნარები;
  • მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და აღრიცხვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
  • ელექტრიკოსის დამადასტურებელი მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CtFxY

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ოპერაციული მენეჯმენტის დირექტორი (საქართველო)

Лизинговая თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾4000–10000 +179% ჩვეულებრივთან შედარებით 3 ნოე

გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

CMX Solutions თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევასწავლება მიმართე აქ
2 ნოე

ხარისხის მართვის სპეციალისტი

ახალი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
8 ნოე

ადმინისტრატორი

ახალი
არქი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
₾1000–1100 −22% ჩვეულებრივთან შედარებით 8 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა