კლინიკური დეპარტამენტის სტაჟიორი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
თუ გინდა გაიცნო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაო პროფესიონალების გუნდთან, შემოუერთდი "საქართველოს კლინიკების" სტაჟირების პროგრამას!
ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტს კლინიკური დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.
რას ისწავლი და რაში ჩაერთვები?
სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნება:
** ჩაერთო კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებში;
** მონაწილეობა მიიღო აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესში და გაეცნო აკრედიტაციის სტანდარტებსა და მოთხოვნებს;
** დაეხმარო საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიებას, ორგანიზებასა და სისტემატიზაციაში;
** აკონტროლო დაგეგმილი აქტივობებისა და დავალებების შესრულების სტატუსი;
** ითანამშრომლო სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან და მიიღო გამოცდილება გუნდურ და კოორდინირებულ მუშაობაში;
** დაეხმარო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი აქტივობების მონიტორინგში.
ვის ვეძებთ?
** ბაკალავრიატის III-IV კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს; სასურველია განათლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, მედიცინის, საექთნო საქმის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
** პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარებით;
** სწავლისა და განვითარების სურვილით.
რას გთავაზობთ?
** პრაქტიკულ გამოცდილებას ერთ-ერთ ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელში;
** პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** კლინიკური ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოებისა და აკრედიტაციის პროცესების გაცნობას;
** შესაძლებლობას, რეალურ სამუშაო პროცესებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ცინცაძის 24ა სტაჟირების ხანგრძლივობა: ნახევარი განაკვეთი, 4 თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი, 2026
გელოდებით "საქართველოს კლინიკების" გუნდში!
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება " კლინიკური დეპარტამენტის სტაჟიორი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.