მორიგე ექთნის დამხმარე
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
სამუშაოს მოკლე აღწერა: - პაციენტის თერმომეტრიზაცია, წონა/სიმაღლის განსაზღვრა, მონიტორინგი (წნევა, პულსი); - ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით; - სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია; - ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში; - პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა, საწოლისა და თეთრეულის მოწესრიგება; - ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
სხვა უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალურობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - სიახლეების ათვისების უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში); ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N3
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://guli.selfrecruit.ge/s/tDGr
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.