9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

R4RBMYT1 გამოქვეყნდა 22 სექ 111 ნახვა

HR ჯენერალისტი

ელვარე
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

  • ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • კვებას;
  • კორპორაციულ დაზღვევას 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
  • ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, მოლაპარაკებადი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი).

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა მოძიებისა და შერჩევის პროცესის მართვა (რეკრუიტმენტი);
  • თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლების პროცესის უზრუნველყოფა (შრომითი ხელშეკრულების გაფორმება/სამუშაო აღწერილობის გაცნობა/კომპანიის შინაგანაწესის გაცნობა და ა.შ.);
  • ოფიციალური ბრძანებების (თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლება/სამივლინებო/დისციპლინარული პასუხისმგებლობების და ა.შ.) წარმოება და სამომავლოდ, კონტროლი;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლი;
  • თანამშრომელთა შვებულებების/ბიულეტენის/დოკუმენტაციის ორგანიზების კონტროლი;
  • თანამშრომელთა სახელფასო დარიცხვების ფაილების მომზადება;
  • თანამშრომელთა ტრენინგებისა და სწავლების პროცესის ორგანიზება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის განახლება/ორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
  • სასურველია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: www.elvare.ge.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა