მიმღები ადმინისტრატორი
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტში სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროსთან), იგი აერთიანებს 33 მაღალი კლასის ოთახებსა და ლუქსებს.
ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის, ვეძებთ ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასურველი ცოდნა და უნარები:
- ანალოგიურ პოზიციაზე ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ფრონტ ოფისის მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და პოზიტიური.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, განთავსება და ანგარიშსწორების წარმოება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ჯავშნების რეგისტრაცია;
- სტუმრების დახმარების ორგანიზება და ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- კვებით უზრუნველყოფას.
- გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს, 24 საათიანი ცვლა 10:00 სთ_დან - 10:00 სთ_მდე
- ანაზღაურება 1050 ლარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.