სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "არდი ფარმა", რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაოს აღწერილობა
- სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
- კომპანიის პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
- მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
- ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამედიცინო განათლება;
- წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე. საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ
- ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური ბონუს სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
- სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე დასახელებაში მიუთითეთ - თბილისი.
მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.