მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.
"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი/დიღმის მასივი სამუშაო საათები: 09:00-18:00 ანაზღაურება: 1200 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის თაროებზე განთავსება დადგენილი სტანდარტებისა და პლანოგრამების (Planogram) დაცვით;
- შეკვეთების ინიცირება, რათა თავიდან იქნას აცილებული პროდუქციის ამოწურვა (Out of Stock) თაროებზე;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- დაზიანებული ან გაფუჭებული პროდუქციის ამოღება და ჩანაცვლება;
- პროდუქციის სარეკლამო ზონებისა და სპეციალური აქციების ვიზუალური მხარის გამართულობის კონტროლი;
- თითოეულ პროდუქტზე სწორი ფასმაჩვენებლის არსებობის უზრუნველყოფა;
- კონკურენტების აქტივობების (ფასები, სიახლეები, განთავსება) მონიტორინგი და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- ვიზიტების შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება (ფოტომასალასთან ერთად, არსებული მდგომარეობის ასახვისთვის).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პოკეტში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- გაყიდვების მიმართულებით 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია).
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია;
- კომუნიკაბელური;
- ფიზიკური გამძლეობა (სამუშაო გულისხმობს მუდმივ გადაადგილებას და აქტიურობას სავაჭრო ობიექტებში).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი კომპანის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.