გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RDVRVHMQ გამოქვეყნდა 11 ნოე 0 ნახვა

HoReCa მიმართულების მენეჯერი

T&R გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. "თიენდარი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco). 20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს https://www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე Focused on Success

"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • HoReCa სექტორის აქტიური მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის ანალიზი;
  • ახალი ობიექტების (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ესთეტიკის ცენტრები, ფიტნეს-ცენტრები და ა.შ.) მოზიდვა და კომპანიის პორტფელში დამატება;
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • მიწოდების/სერვისის პროცესების სრული კონტროლი.
  • კომერციული წინადადებების მომზადება, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (შესყიდვების მენეჯერები, შეფ-მზარეულები, სასტუმროს დირექტორები, ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერები და ა.შ).
  • შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და ობიექტებზე დროულად მიწოდების პროცესის კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
  • ობიექტების სპეციფიკური საჭიროებების შესწავლა (მაგ. დოზატორების დამონტაჟების ორგანიზება, პროდუქციის სწორად გამოყენების ინსტრუქტაჟი) და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფის კოორდინაცია.
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კმაყოფილების დონისა და საჭიროებების შეფასება;
  • პოტენციური ობიექტების კლასიფიკაცია მასშტაბის, მოხმარების მოცულობისა და საჭიროებების მიხედვით (მაგ: პრემიუმ სეგმენტის სასტუმროები, სწრაფი კვების ქსელები, დიდი რესტორნები);
  • პროფესიონალური ქიმიის შემთხვევაში - ობიექტზე პროდუქციის სატესტო რეჟიმში შეტანის ორგანიზება; ტესტირების შედეგების მონიტორინგი, ეფექტურობის დემონსტრირება (ხარისხის და ეკონომიურობის კუთხით) და კლიენტის საბოლოო დარწმუნება;
  • კონკურენტების აქტივობების, საფასო პოლიტიკისა და შეთავაზებების მუდმივი ანალიზი ობიექტის შენარჩუნების ან გადაბირების მიზნით.
  • ობიექტებზე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა;
  • პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და ალტერნატიული გზების შეთავაზება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • HoReCa სექტორში B2B გაყიდვების ან კლიენტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საყოფაცხოვრებო/პროფესიონალური ქიმიის ან FMCG მიმართულებით);
  • საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ქიმიის ბაზრისა და პროდუქტების საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) და CRM სისტემის (მაგ. 1C, Apex, ინფო და ა.შ.) ცოდნა;
  • საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები

  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალი დონე;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი და ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარაკევი)
  • კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (დამატებული ობიექტების რაოდენობისგან, გაყიდვების ბრუნვისა და გეგმის შესრულების მიხედვით);
  • საწვავის და ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურება;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - HoReCa მიმართულების მენეჯერი

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. "თიენდარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა