9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RFGVXZ0K გამოქვეყნდა 5 ოქტ 22 ნახვა

გარე გაყიდვების აგენტი

შესვლა და განაცხადი
₾1144 / თვეში −51% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში ეძებს ენერგიულ, აქტიურ თანამშრომლებს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს მდებარეობა:

თბილისი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის სხვადასხვა ფილიალი, თბილისი ცენტრალი, ბაზარი ორბელიანზე, ვაკის პარკი და ა.შ.)

ჩვენ გთავაზობთ:

  • საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი - დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში, პლიუს ბონუსი.
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00).
  • მინიმუმ 12 საათი კვირაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

  • პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • საჯარო სივრცეებში კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან;
  • პოტენციურ დონორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:

(ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
  • ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
  • უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
  • მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
  • გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან გამკლავების უნარი;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე და. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - თბილისში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა