გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RHZ3STRQ გამოქვეყნდა 5 ნოე 18 ნახვა

უმცროსი ტექნიკური ინჟინერი

ALUMET გარე განცხადება
₾3500–5000 / თვეში +37% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,104 ₾ · 44 განცხადება ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Facade Engineer / ფასადების ინჟინრის პოზიციაზე.

შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.

ვეძებთ გამოცდილ ფასადების ინჟინერს, რომელსაც შეუძლია პროექტის ტექნიკურ ნაწილზე დამოუკიდებლად მუშაობა — არქიტექტურული და ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებიდან, სისტემებისა და კვანძების ტექნიკური გადაწყვეტებიდან, მასალების რაოდენობებისა და საწარმოო დავალებების მომზადებამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი და დამუშავება;
  • სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება AutoCAD-ში და ალუმინის სისტემების/კონსტრუქციების დამუშავება Orgadata-ში;
  • ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტებისა და კვანძების დამუშავება;
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
  • პროექტისთვის საჭირო სამუშაო მოცულობების უწყისების მომზადება;
  • საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების უწყისების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობების განსაზღვრა;
  • პროექტისთვის შესყიდული მასალების რაოდენობების შედარება პროექტით გათვალისწინებულ საჭიროებებთან და მათი კონტროლი;
  • საწარმოსთვის საწარმოო დავალებების მომზადება და გაცემა;
  • ობიექტისთვის საჭირო სამონტაჟო მასალების ნუსხისა და რაოდენობების მომზადება;
  • საპროექტო, საწარმოო და სამონტაჟო პროცესებს შორის ტექნიკური კოორდინაცია;
  • პროექტის მენეჯერთან, საწარმოსთან, შესყიდვების დეპარტამენტთან და სხვა შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაცია;
  • ტექნიკური საკითხებისა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • სამუშაო პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და დანაკარგების შემცირების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან მონათესავე სფეროში;
  • ფასადების ინჟინრის ან ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
  • Orgadata-ს კარგი ცოდნა და პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
  • ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტებისა და კვანძების დამუშავების გამოცდილება;
  • სამშენებლო, არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვისა და დამუშავების უნარი;
  • AutoCAD-ის კარგი ცოდნა;
  • Excel-ის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
  • ArchiCAD-ის ან სხვა შესაბამისი საინჟინრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად გაანალიზებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი — თბილისი;
  • სამუშაო დღეები — ორშაბათი–პარასკევი; შაბათი — საჭიროების შემთხვევაში, ნახევარი სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება — 3,500–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV. წერილის სათაურში მიუთითეთ: „Facade Engineer“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა