ადმინისტრატორი
DENTAL LINE აცხადებს ვაკანსიას:
ადმინისტრატორი - ორთაჭალის ფილიალი
სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ ლაინი" ორთაჭალის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას.
ფილიალი ორთაჭალა: მისამართი თბილისი, გორგასლის ქუჩა №63 ანაზღაურება 1300 ლარი სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 10:00-20:00; შაბათი 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მიღება და მომსახურება;
- სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
- პაციენტების ვიზიტებისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია;
- კლინიკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მონაცემების პროგრამაში სწორად ასახვა;
- დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე, ორთაჭალის ფილიალი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.