8,881 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RSZP58PH გამოქვეყნდა 25 სექ 7 ნახვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი

თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1500–1800 / თვეში ბოლო ვადა: 6 ოქტ

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ბტუ-ს საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესების ორგანიზება;
  • კონკურსების, გასაუბრებების, ტესტირებისა და პერსონალის შერჩევის სხვა პროცედურების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • პერსონალის მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება;
  • შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და თანამშრომელთა პირადი საქმეების დაკომპლექტება/წარმოება;
  • ადამიანური რესურსების საინფორმაციო ბაზის წარმოება და მონაცემების განახლება;
  • პერსონალის შესახებ ინფორმაციის შესაბამის რეესტრებსა და ბტუ-ს შიდა ბაზებში ასახვისთვის საჭირო მასალების მომზადება;
  • ბტუ-ს სტრუქტურული ერთეულებისა და პერსონალისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ცნობებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
  • პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
  • პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • პერსონალის აზრის შესწავლის მიზნით გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და მიღებული შედეგების პირველადი დამუშავება;
  • კონკურსების, ატესტაციებისა და შესაბამისი კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ-ინფორმაციული მხარდაჭერა;
  • სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ ბაკალავრიატში სწავლების მეორე აკადემიური წელი;
  • ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარმატებით გავლილი სტაჟირება;
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარი;
  • დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის სისტემატიზების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • საჭიროების შემთხვევაში დავალების შესრულება.

სამუშაო ადგილი და პირობები:

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82;
  • სამუშაო განრიგი - სრული განაკვეთი 10:00-18:00 ან 09:00-17:00

შრომის ანაზღაურება 1500-1800 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

შენიშვნა:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
  • პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ, მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა - კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა