სტენდის გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი
კომპანია "ფიზი" აცხადებს ვაკანსიას სტენდის გაყიდვების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
დამსაქმებლის შესახებ:
ქართული ბრენდი, რომელიც 2021 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს წყლის კარბონაციის აპარატებსა და გამორჩეულ უალკოჰოლო სასმელებს, ეძებს გუნდის ახალ წევრს!
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/fizzzy.georgia
თუ გიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან, ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გსურს გაყიდვებში გამოცდილების მიღება - ეს ვაკანსია შენთვისაა!
ვაკანსიის დეტალები:
გრაფიკი: კვირაში 4-5 დღე 6 საათიანი გრაფიკით, (ცვლების მიხედვით, დღეების შეთანხმებით) ლოკაცია: ვაკე ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- მარაგების კონტროლი, პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა;
- მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება;
- გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
- პუნქტუალურობა;
- ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
- ორგანიზებულობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ - გაყიდვების კონსულტანტი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.