გრაფიკული დიზაინერი/საიტის ადმინისტრატორი
ონლაინ-მაღაზია ეძებს უნივერსალურ, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეითავსებს ვიზუალური კონტენტის შექმნასა და საიტის ადმინისტრირებას. ნახევარი განაკვეთი დაეთმობა გრაფიკას ხოლო დღის მეორე ნახევარი საიტის ადმინისტრირებას.
ძირითადი მოვალეობები:
გრაფიკული დიზაინი:
- სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram) სარეკლამო ბანერებისა და პოსტების ვიზუალების მომზადება.
- ვებ-საიტისთვის მთავარი ბანერების, აქციებისა და ფასდაკლებების ვიზუალური გაფორმება.
- პროდუქციის ფოტოების დამუშავება (ფონის ჩანაცვლება/გასუფთავება, ზომების სტანდარტიზაცია).
- ვებ-საიტის ადმინისტრირება (კონტენტ მენეჯმენტი):
- საიტზე ახალი პროდუქციის დამატება, ფასების, ტექნიკური მახასიათებლებისა და აღწერილობების მოძიება, ორგანიზება და ატვირთვა
- მარაგების კონტროლი საიტზე და ინფორმაციის აქტუალურობის უზრუნველყოფა.
- ბლოგ-პოსტებისა და სიახლეების ატვირთვა საიტის ადმინ-პანელში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Illustrator) გამართულად ფლობა.
- CMS სისტემებთან (Wordpress/WooCommerce, Shopify ან მსგავსი ადმინ-პანელი) მუშაობის გამოცდილება სასურველია
- ქართული ენის გამართული გრამატიკა და მართლწერა (პროდუქტის აღწერების დასაწერად).
- დეტალებისადმი ყურადღება და პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარი
როგორ მოგვმართოთ: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელ-ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ: "გრაფიკული დიზაინერი / საიტის ადმინისტრატორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.