უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი მდებარეობა: ქუთაისი, წერეთლის ქ. 126 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი:
- პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა: ბონუსი საშუალოდ 250-300 ლარია, ხოლო შედეგების მიხედვით შეიძლება დაახლოებით 400 ლარამდე გაიზარდოს.
განაცხადის წესი
CV მიიღება მხოლოდ ვაკანსიაში მითითებულ ელფოსტაზე. პირად შეტყობინებაში ან კომენტარში გამოგზავნილი საკონტაქტო ნომერი/CV არ განიხილება. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი — ქუთაისი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.