შესყიდვების სპეციალისტი
"მეთერს სთორ" (https://mattersstore.com/) ქალის ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ქალის ტანსაცმლის წარმოება და ონლაინ რეალიზაციაა.
მეთერსის გუნდისთვის ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც სრულად იქნება პასუხისმგებელი ნედლეულის შესყიდვის პროცესში - დაგეგმვიდან და მომწოდებლის შერჩევიდან - აღრიცხვამდე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქ. თბილისი;
- სამუშაო ადგილი: დისტანციური; ოფისის გახსნის შემდეგ სრულად ოფისიდან;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
- ანაზღაურება: 2500 ლარი, ხელზე ასაღები თანხა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნედლეულისა და მასალების შესყიდვა ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებისგან; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკების პროცესის წარმოება ფასზე, მიწოდების ვადაზე, გადახდის პირობებსა და ხარისხის მოთხოვნებზე; ** შეკვეთების განთავსება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია - ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები, თანმხლები დოკუმენტაცია; ** ყველა შესყიდვის სრული და ზუსტი აღრიცხვა პროგრამა "ბალანსში" საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა - შესყიდვის რაოდენობა, ფასი, მომწოდებელი, დოკუმენტი; ** შესყიდვების დაგეგმვა წარმოების გეგმისა და გაყიდვების დინამიკის მიხედვით - მარაგების შესაბამისი კონტროლი; ** თითოეულ პოზიციაზე მინიმალური ნაშთისა და ხელახალი შეკვეთის წერტილის განსაზღვრა და მათი რეგულარული გადახედვა; ** ახალი მომწოდებლებისა და შესყიდვის არხების მოძიება, ალტერნატივების შედარება ფასის, ხარისხისა და მიწოდების ვადის მიხედვით; ** მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება - საკონტაქტო მონაცემები, ფასები, ვადები, ხარისხისა და თანამშრომლობის ისტორია; ** კოორდინაცია მარაგების მართვის სპეციალისტთან და საწარმოო გუნდთან - მიმდინარე ნაშთებისა და საწარმოო საჭიროების მიხედვით; ** ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება: განხორციელებული შესყიდვები, ფასების დინამიკა, მიმდინარე ნაშთები და დაგეგმილი შეკვეთები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (წერილობითი კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან);
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტაცია და რიცხვებთან მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და საკუთარი სამუშაო დღის დაგეგმვის უნარი.
შერჩევის პროცესში უპირატესობად ჩაითვლება:
- ტექსტილის ან მსუბუქი მრეწველობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქსოვილების ტიპებისა და მახასიათებლების ცოდნა, მოდის ტენდენციებში გარკვევა;
- პროგრამა "ბალანსთან" მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.