ექთნის თანაშემწე/რეინჯერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის/რეინჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა, ექთნის თანაშემწე;
** მისაღებია, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები;
** სასურველია, შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა - ასეპტიკა, ანტისეპტიკა;
** პაციენტის მოვლაში ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** შიდა პროტოკოლების დაცვა;
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 21.09.2026-მდე-მდე ელ.მისამართზე გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.