10 561 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

S93V4232 გამოქვეყნდა 3 ოქტ 14 ნახვა

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Korter გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾6000 / თვეში ბოლო ვადა: 4 ნოე

"Korter" — უკრაინული proptech-მარკეტპლეის პლატფორმაა. ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება უძრავი ქონების შეძენაში პირდაპირ დეველოპერებისგან, ასევე უკვე მეორად ბაზარზეც. ჩვენი მარკეტპლეისები წარმოდგენილია მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, ონლაინ რეჟიმში აირჩიონ და შეიძინონ მათი მომავალი სახლი. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://korter.com/

მიმდინარე წელს ჩვენი მიზანია რამდენჯერმე გავზარდოთ გაყიდვების ტემპი ბათუმში და ამისთვის ვეძებთ ძლიერ მენეჯერს, რომელიც შეძლებს საიმედო სისტემის აშენებას — როგორც ამ ზრდის მყარ საფუძველს.

დეკემბერში მივიღეთ 1126 ცხელი ლიდი. ბათუმში გვყავს 3 გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი, ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას და ახლა, როგორც არასდროს, ვხედავთ ძლიერი ხელმძღვანელის აყვანის დიდ პერსპექტივას, რომელიც შემოიტანს ახალ იდეებს და გაზრდის შედეგებს.

ვის ვეძებთ:

  • ძლიერ ლიდერს, რომელსაც აქვს გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება და გეგმების შესრულების პრაქტიკა;
  • ადამიანს, რომელმაც იცის როგორ მართოს გაყიდვები, KPI-ები და პროგნოზირება;
  • პროცესების დისციპლინის შენარჩუნების უნარი (CRM, ანგარიშგება, პროგნოზი);
  • ძლიერი უნარები გაყიდვების მენეჯერების შერჩევაში, სწავლაში და სამუშაოს ხარისხის კონტროლში;
  • მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • სისტემური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი.

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეფექტური სტარტისთვის ყველაფერი მზად არის: რეგლამენტები და სტანდარტები, პროდუქტის სწავლება, გაყიდვების ინსტრუმენტები და მაღალი კონვერსიის მქონე ლიდების სტაბილური ნაკადი. შენგან გვჭირდება მხოლოდ სურვილი, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და გააზრება იმისა, როგორ გააუმჯობესო შედეგები.

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + დეპარტამენტის შემოსავლიდან პროცენტს — საშუალოდ 6000 ლარიდან ზედა ზღვრის გარეშე;
  • დამატებით ბონუსებს დეპარტამენტის გეგმის შესრულებისთვის;
  • სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს მიკრომენეჯმენტის გარეშე;
  • პერსპექტიულ გუნდს, რომელიც შედეგის მიღწევის მიზნით ღიაა ცვლილებებისთვის;
  • განვითარების გეგმას და მუშაობას შენს უნარებსა და კომპეტენციებზე.

ვაკანტური ადგილი მხოლოდ ერთია, ამიტომ ველით შენს რეზიუმეს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Korter
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა