7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SD5VK6N5 გამოქვეყნდა 25 აგვ 11 ნახვა

ჟურნალისტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე

ფუნქცია მოვალეობები: - სამინისტროს ოფიციალური YouTube არხისა და ციფრული პლატფორმებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და მოტივაციური ვიდეოსიუჟეტების მომზადება; - სიუჟეტების, დოკუმენტური ვიდეონარკვევებისა და ინტერვიუების სცენარების მომზადება და დაგეგმვა; - რეგიონებში ფერმერებისა და მეწარმეების საქმიანობის გაცნობა, ადგილზე ჩასვლა, რესპონდენტების ინტერვიუირება და სიუჟეტის სტრუქტურის აწყობა; - ვიდეოგრაფთან და მონტაჟორთან მჭიდრო თანამშრომლობა: გადაღების პროცესის რეჟისურა, ხმოვანი ტექსტის (Voice-over) ჩაწერა და საბოლოო ვიდეოპროდუქტის აწყობაში მონაწილეობა; - პრესრელიზების, საინფორმაციო სტატიებისა და YouTube ვიდეოების თანმდევი ტექსტების/აღწერილობების მომზადება; - საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, მასკომუნიკაციის, მედიაწარმოების ან მომიჯნავე სფეროში; - ვიდეოსიუჟეტებისა და ციფრული კონტენტის მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა პორტფოლიოს წარმოდგენა). - ისტორიის მოყოლის (Storytelling) და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - კომუნიკაბელურობა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; - დეტალებზე კონცენტრირების უნარი; - ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ. ფოსტაზე hr@mepa.gov.ge უნდა გამოაგზავნონ: CV ქართულ ენაზე.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა