სუ-შეფი
იტალიური რესტორანი Tutto Bene ეძებს გუნდის ახალ წევრს — გამოცდილ და მოტივირებულ სუ-შეფს.
ძირითადი მოვალეობები: - სამზარეულოს ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კონტროლი; - კერძების ხარისხისა და სტანდარტების დაცვა; - შეფ-მზარეულთან ერთად სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია; - პროდუქციის ხარისხისა და მარაგების კონტროლი; - ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია: - შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - იტალიური სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 2 500 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@tuttobene.ge