9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SHEK2JX4 გამოქვეყნდა 20 ოქტ 9 ნახვა

ბარისა და სტუმრის მიმღები

სასტუმრო ეპიზოდი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიკური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ბარისა და სტუმრის მიმღების პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე) ბენეფიტები: კვება/დაზღვევა/ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება;
  • სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
  • სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა;
  • რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრების მაგიდებთან მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ - "ბარის და სტუმრის მიმღები".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა