8343 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SK7MAQPE გამოქვეყნდა 9 სექ 3 ნახვა

საქართველოს კლინიკები

საქართველოს კლინიკები

მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსი

საქართველოს კლინიკები გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას სათავო ოფისში.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცინცაძის N24 ა

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური, ოპერაციული და კლინიკური ბიზნეს ანგარიშების მომზადება მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;

** სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული რეპორტინგის მოთხოვნების მიღება, დაზუსტება და შესრულება შეთანხმებულ ვადებში;

** რეგულარული — ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური — ანგარიშგების ციკლის დროული შესრულება;

** კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა ანგარიშგების ავტომატიზაციის მიზნით;

** რეპორტინგის პროცესების ავტომატიზაციაში ჩართულობა;

** SQL ბაზებიდან მონაცემების ამოღება მზა მოთხოვნებისა და პროცედურების გამოყენებით და მათი Power BI-ის რეპორტებში ასახვა;

** Power BI-ში არსებული რეპორტების მიმდინარე მხარდაჭერა — მონაცემების განახლება, ვიზუალებისა და ფილტრების კორექტირება და მარტივი რეპორტების შექმნა;

** SSRS-ის paginated რეპორტების განახლება, პარამეტრებისა და ფორმატირების კორექტირება და მარტივი ახალი რეპორტების აწყობა;

** ბიუჯეტის კონტროლის ფაილის განახლება და მონაცემების შევსება;

** მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში დახმარება;

** მომზადებული ანგარიშების სისწორისა და სისრულის შემოწმება, მონაცემებში შესაძლო შეუსაბამობების გამოვლენა და მათ შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

** მომზადებული რეპორტებისა და გამოყენებული მოთხოვნების დოკუმენტირება;

** პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

** განყოფილებაში დანერგილი სამუშაო ინსტრუმენტების, მონაცემთა სტრუქტურისა და ანგარიშგების პროცედურების ეტაპობრივი ათვისება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის, სტატისტიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;

** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — პოზიცია განკუთვნილია კარიერის დასაწყისში მყოფი კანდიდატისთვის;

** უპირატესობად ჩაითვლება ანალიტიკის ან სამედიცინო სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება;

** აუცილებელია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, PivotTable, VLOOKUP/XLOOKUP, მონაცემების დამუშავება და გასუფთავება);

** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საბაზისო პრინციპების ცოდნა;

** SQL, Power BI და SSRS / Report Builder პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატის გადამზადებას აღნიშნული ტექნოლოგიების მიმართულებით);

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1/B2 დონეზე;

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2026

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსი თბილისში".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს კლინიკები
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა