7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SPZ143YR გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ამანათების დახარისხების სპეციალისტი

Golden Way Logistics via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

Golden Way Logistics აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ და ენერგიულ გუნდის წევრს ამანათების დახარისხების პოზიციაზე საწყობში.

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით: - სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა; - მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი; - სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება; - პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება; - კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა; - მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად); - ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); - ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ): - მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან; - დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს); - სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; - კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ).

პირობები, გრაფიკი და ლოკაცია: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, (კვირაში 40 საათი); - სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა; - ანაზღაურება: 1500 ლარი

რას გთავაზობთ ჩვენ: - დინამიკურ სამუშაო გარემოს; - ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; - კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე info@caucasuslogistics.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება “ამანათების დახარისხების სპეციალისტი” , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Golden Way Logistics
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა