9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SQC76AB7 გამოქვეყნდა 25 სექ 7 ნახვა

Spectra

Spectra

მარკეტინგული კამპანიების მენეჯერი

Spectra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "Spectra" სპორტის ინდუსტრიაში ქმნის და ავითარებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებს მედიას, მარკეტინგს, ღონისძიებებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, გუნდებსა და ლიგებს დავეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, გულშემატკივრებთან კავშირის გაძლიერებასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე კალათბურთია.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული კამპანიების სრული ციკლის მართვა - კონცეფციის შემუშავებიდან, დაგეგმვასა და განხორციელებამდე;
  • კომპანიის საკომუნიკაციო და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
  • პროექტების სამუშაო გეგმის, ვადების, ბიუჯეტისა და საჭირო რესურსების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • ჩართული გუნდებისთვის დეტალური ბრიფების მომზადება და დავალებების შესრულების კოორდინაცია;
  • მარკეტინგული მასალების კამპანიის მიზნებთან და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მარკეტინგული მასალების შესაბამისობის კონტროლი, ბრენდის სტანდარტებთან და კამპანიის მიზნებთან მიმართებაში;
  • სოციალურ არხებში განთავსებული ვიზუალური და ტექსტური მასალების მართვა და განახლების პროცესის კოორდინაცია;
  • კამპანიების შედეგების შეფასება, შესაბამისი მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • კამპანიების მიმდინარეობისას, შესაძლო რისკებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვაში, სასურველია, მარკეტინგული/სარეკლამო სააგენტოში;
  • პროექტების მართვის პლატფორმებში მუშაობის გამოცდილება (Jira, Asana, Trello, Monday);
  • ერთდდროულად, რამდენიმე პროექტის მართვის უნარი;
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

რას გთავაზობთ:

  • სპორტის ინდუსტრიაში საინტერესო და დინამიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • რეალურ სპორტულ პროექტებში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
  • პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მედიის, მარკეტინგის, ღონისძიებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით;
  • გუნდთან ერთად მუშაობას და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
  • შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანო მზარდი სპორტული პროექტების განვითარებაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მოცემულ ელფოსტაზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://spectrasports.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Spectra
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა