გენერალური მენეჯერი
სასწრაფოდ! თბილისში მოქმედი რესტორანი ეძებს გამოცდილ გენერალურ მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც სარესტორნო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება აქვს.
ძირითადი მოვალეობები
- რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული მართვა;
- დარბაზის, სამზარეულოსა და ბარის მუშაობის კოორდინაცია;
- მომსახურების ხარისხისა და სტუმრების კმაყოფილების კონტროლი;
- თანამშრომლების შერჩევა, გადამზადება, მოტივირება და სამუშაო გრაფიკების შედგენა;
- მარაგების, შესყიდვების, ინვენტარიზაციისა და დანაკარგების კონტროლი;
- შემოსავლების, ხარჯებისა და გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი;
- სანიტარიული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- გაყიდვებისა და რესტორნის მომგებიანობის ზრდაზე მუშაობა;
- მფლობელისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- სარესტორნო საქმიანობისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- გრძელვადიან თანამშრომლობასა და განვითარების შესაძლებლობას.
ანაზღაურება: 4000 ლარი გრაფიკი: 6/1
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ.