ენდოკრინოლოგის ასისტენტი
თბილისში, კერძო კლინიკაში ვეძებთ ენდოკრინოლოგის ასისტენტს.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და კეთილგანწყობილ ადამიანს, რომელიც ექიმთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩაერთვება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და გახდება მისი სანდო და საიმედო თანაშემწე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების დახვედრა და ვიზიტის პროცესის ორგანიზება;
** პაციენტების მონაცემებისა და საჭირო ინფორმაციის ელექტრონულ პროგრამაში/პორტალზე შეტანა;
** პაციენტების ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ლაბორატორიაში გაყოლა და კვლევების ორგანიზებაში დახმარება;
** ანალიზებისა და კვლევების პასუხების მოწესრიგება და ექიმისთვის მომზადება;
** შემდგომ კვლევებსა და ვიზიტებთან დაკავშირებით პაციენტების ინფორმირება და კოორდინაცია;
** პაციენტებთან სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია ექიმის მითითების შესაბამისად;
** ექიმის სამუშაო დღის ორგანიზებაში აქტიური დახმარება;
** საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წინასწარ მომზადება;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებულად და ეფექტურად წარმართვა.
სამუშაო გრაფიკი
** კვირაში 3 სამუშაო დღე;
** ძირითადი სამუშაო საათები: 09:00-18:00;
** პაციენტების ნაკადიდან გამომდინარე, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია სამუშაო საათების გახანგრძლივება პაციენტების მიღების დასრულებამდე;
** განსაკუთრებით დატვირთული სამუშაო დღეები შესაძლოა იყოს ექიმის კონფერენციაზე, მივლინებაში ან საზღვარგარეთ გამგზავრების წინა პერიოდში;
** ექიმის მივლინების ან საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, როდესაც პაციენტების მიღება არ მიმდინარეობს, ასისტენტს აქვს ანაზღაურებადი თავისუფალი დღეები.
კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:
სასურველია კანდიდატი იყოს:
** სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელი სტუდენტი;
** რეზიდენტი;
** ან სამედიცინო განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტი.
ენდოკრინოლოგიის მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და დეტალებზე ყურადღება;
** პაციენტებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** თავაზიანობა, ტაქტიანობა და კეთილგანწყობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ექიმთან გუნდური, ნდობაზე დაფუძნებული და კომფორტული პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი.
ანაზღაურება:
შეთანხმებით — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ დაკისრებულ ფუნქციებს არ შეასრულებს, არამედ აქტიურად ჩაერთვება სამუშაო პროცესში და დროთა განმავლობაში გახდება ექიმის სანდო მარჯვენა ხელი.
პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა სამედიცინო სფეროში პროფესიული განვითარების მსურველი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს ექიმთან უშუალო მუშაობით პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.